10 აგვისტო 2022,   21:26
ვრცლად
თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022 დასრულებულია

თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022 დასრულებულია. დასკვნითი ღონისძიება ეთნოგრაფიულ მუზეუმში ცოტა ხნის წინ გაიმართა, დაჯილდოვდნენ ფესტივალში მონაწილე გამარჯვებული უნივერსიტეტები, ამ წუთებში კი ადგილზე კონცერტი მიმდინარეობს. ფესტივალში საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა, პროექტის ფარგლებში კი ტურნირები სპორტის 15 სახეობაში გაიმართა.

თბილისის მერიის განმარტებით, სტუდენტური ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ქალაქის მხარდაჭერით ყოველწლიურად განხორციელდება.

დღის ამბები