10 აგვისტო 2022,   22:01
ვრცლად
ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებაო, არავის უთქვამს - მამუკა მდინარაძე

ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებაზე გაკეთებულ განცხადებას მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ირაკლი კობახიძის ციტირებისას, ოპოზიციისა და მედიის ნაწილი, კობახიძის ნათქვამს ამახინჯებს. 

"გუშინ გვიან ღამე გადაცემაში ირაკლი კობახიძემ თქვა: "საქართველოში რომ ომი იყოს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ" და როგორ გადაატრიალეს - თუ არ იქნება ომი, არ იქნება სტატუსი. ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებაო, არავის უთქვამს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება. მაგრამ ერთ-ერთი ვერსია, რა შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსი გვექნება, არის თუ არა, ქვეყანა რომ იყოს საომარ მდგომარეობაში?" - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მსგავს შეფასებას არა მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლები, არამედ ევროპელი ლიდერებიც აკეთებენ, მათ შორის ემანუელ მაკრონიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ომი იყო ის ფაქტორი, რომელმაც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი დააჩქარა.

დღის ამბები