06 ოქტომბერი 2022,   20:58
ვრცლად
ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული საგურამოში დააკავეს - ახალი დეტალები

"რუსთავი 2"-თვის ცნობილი გახდა, რომ ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი, საგურამოში დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცის დაკავების ოქმი სწორედ საგურამოს პოლიციაში გაფორმდა. 

ის, რომ ბრალდებული დანაშაულის შემდეგ ნამდვილად საგურამოში იმყოფებოდა, ადვოკატიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ჯიჯეიშვილი საგურამოს პოლიციაში საკუთარი ნებით, ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. 

"ძალიან განიცდის მომხდარს, მძიმე ემოციურ მსგომარეობაში. დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია" - ამბობს "რუსთავი 2"-თან საუბრისას დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატი.

დღის ამბები