19 აგვისტო 2022,   12:02
ვრცლად
არც სააკაშვილის თემას და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ 12 პუნქტთან - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "მოქალაქეების" და "გირჩის" ერთობლივ განცხადებას, გამოეხმაურა, ისინი მიიჩნევენ, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

ირაკლი კობახიძის თქმით, წერილის შინაარსი გაუგებარია.

"რეალურად, არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ 12 პუნქტთან, რომელიც მოცემულია ევროკომისიის დასკვნაში, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია ამ წერილის შინაარსი. ჩვენ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით გვაქვს მსჯელობა, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გავაგრძელებთ ამ დღის წესრიგით მოქმედებას",- განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები