19 აგვისტო 2022,   12:21
ვრცლად
რადიაციის საფრთხე - ზაპოროჟიეს ატომური სადგური კონტროლიდან არის გასული

ხარკივიმიკოლაივი, დნეპროპეტროვსკის რაიონი - ეს ის ადგილებია, რომლებსაც ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი სამხედროები ინტენსიურად ბომბავდნენ. დნეპროპეტროვსკის რაიონში იერიშის შედეგად არიან დაშავებულები, დაზიანდა ათობით სახლი. საოკუპაციო რეჟიმმა ნიკოპოლის მიმართულებით გრადის 60 რაკეტა გაუშვა.

დონეცკის ოლქში, რუსი სამხედროების თავდასხმების შედეგად, 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა. კიდევ ერთი ცხელი წერტილი ხერსონის ოლქია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჭურვების ხმა მუდმივად ესმით, უსაფრთხო ადგილი კი უკვე არსად არის.

რთული ვითარებაა მარიუპოლში, სადაც მწვავე ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს. ინფიცირებულებიდან ნახევარზე მეტი ბავშვია. უკრაინა ბირთვული საფრთხის წინაშეც დგას. ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცახდებენ, რომ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ყველა პრინციპი დარღვეულია.
 
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინის პრეზიდენტი უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურის არაეფექტურობაზე საუბრობს. ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ვერც ერთმა სახელმწიფომ ვეღარ მოახერხოს, მიმართოს სხვა ქვეყნის დაშინების გზას.

ომის პირობებში, განათლების ხელშეწყობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პირების დასახმარებლად, ევროკავშირმა უკრაინისთვის 16 მილიონი ევრო გამოყო. ფინანსური რესურსი გამოყენებული იქნება უკრაინაში ონლაინ სწავლების, ასევე უსაფრთხო სასწავლო სივრცის საჭიროების დასაკმაყოფილებლად მათთვის, ვინც სწავლას საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელებს

დღის ამბები