19 აგვისტო 2022,   11:35
ვრცლად
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტარტაპმა  "500 გლობალი", საქართველოში ოფისის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო იქნება რეგიონული ცენტრი - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 500 გლობალთან 17 მილიონ 500 ათას ლარიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც "500 გლობალი" 4 წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს. 

"ამ პროექტში ჩვენ გვყავს პარტნიორების „საქართველოს ბანკის“ სახით, რომელიც ასევე 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს სახელმწიფოსთან ერთად. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტარტაპმა, ეს არის 500 გლობალი სტარტაპი, უკვე მიიღო გადაწყვეტილება ოფისის გახსნის და საქართველო იქნება რეგიონული ცენტრი, რეგიონული ჰაბი. ზოგადად სტარტაპ ეკო სისტემის წახალისებისთვის დასახმარებლად, მათ შორის დასაფინანსებლად," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი. გამარჯვებული სტარტაპი კი 500 გლობალის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

"ჯამში არის 5 მილიონი დოლარი შემდეგი 4 წლის განმავლობაში. 15 კომპანია არის უკვე შერჩეული რაც იქნება და აქ მოხდება ინვესტიციები 50-დან, 100 ათასი ან მეტის ოდენობით თითოეულ კომპანიაში. აქ ინვესტიციების მოცულობა ცოტა მეტია ვიდრე წინ პროგრამაში იყო და იმედია ეს საშუალებას მისცემს ქართულ კომპანიებს, რომ გაბედული ნაბიჯები გადადგან," - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

(R)

დღის ამბები