19 აგვისტო 2022,   11:50
ვრცლად
ამერიკელ კალათბურთელს ბრიტნი გრინერს, რუსეთის სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრინერს, რუსეთის სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ლეგენდარული კალათბურთელი რუსეთის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც გრინერს მოსკოვის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერება, კერძოდ კანაფი აღმოუჩინეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ დაკავება უსაფუძვლო იყო, რუსულ მხარეს პატიმართა გაცვლაც შესთავაზეს, თუმცა წინადადება უარყოფილ იქნა და გრინერი სრული სიმკაცრით გასამართლდა.

ბრიტნი გრინერი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელია, ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში მას მონაწილეობა რვაჯერ აქვს მიღებული. არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ორჯერ კი გრინერმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დღის ამბები