19 აგვისტო 2022,   12:27
ვრცლად
სროლა კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში - წინასწარი ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა

"კურიერის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სროლა იყო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში. წინასწარი ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა სამედიცინო ჩარევა უტარდება.

დაჭრილია დაწესებულების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა კოლეგას ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ხელისა და მუცლის არეში მიაყენა. 

მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები. არსებული ინფორმაციით თავადსხმის შემდეგ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

დღის ამბები