19 აგვისტო 2022,   11:27
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტა ვერ განხორციელდება თუ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებენ - ვასილ ბონდარი

თურქეთში უკრაინის ელჩის ვასილ ბონდარის განცხადებით, თუ რუსული ჯარები უკრაინის ტრიტორიას არ დატოვებენ, ცეცხლი ვერ შეწყდება.

მისივე თქმით, აგრესორი ქვეყანა იყენებს პროვოკაციულ მეთოდებს, რათა უკრაინიდან მოპარული მარცვლეული სხვა ქვეყნებში შევიდეს. თურქეთში უკრაინის ელჩის თქმით, უკრაინა ამ მიმართულებით მუშაობს.

"აქ არაერთხელ გავრცელდა სიგნალები, რომ მარცვლეულის შეთანხმება შეიძლება იყოს გზა მეტი ურთიერთგაგებისა და უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების. მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებით, ვერ განხორციელდება ცეცხლის შეწყვეტა რუსული ჯარების სრული გაყვანის გარეშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება. სამწუხაროდ, აგრესორი ქვეყანა იყენებს სხვადასხვა მანიპულაციურ მეთოდებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ფაქტობრივად მოპარული უკრაინული მარცვლეულის იმპორტისთვის, როგორც თურქეთის, ისე აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ბაზრებზე, მათ შორის ლიბანში, ეგვიპტეში, სირიაში და სხვა. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით," - აცხადებს ბონდარი.

დღის ამბები