05 ოქტომბერი 2022,   14:58
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას, პატივი კახეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს

აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას, პატივი კახეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ჩავიდნენ და მისი სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დღის ამბები