05 ოქტომბერი 2022,   15:18
ვრცლად
Amnesty International წუხს, რომ ორგანიზაციის მოხსენებამ უკრაინასთან დაკავშირებით დიდი ტკივილი გამოიწვია, თუმცა საკუთარ დასკვნებს არ უარყოფს - BBC

Amnesty International წუხილს გამოთქვამს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულმა ორგანიზაციის მოხსენებამ დიდი ტკივილი გამოიწვია, თუმცა საკუთარ დასკვნებს არ უარყოფს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ვებგვერდი ავრცელებს.

საუბარია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მოხსენებაზე, რომელშიც Amnesty International-ი უკრაინის ჯარს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის მოხსენებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. Amnesty International ბოდიშს იხდის იმისათვის, რომ მოხსენებამ გამოიწვია "ტკივილი და ნეგატივი".

"Amnesty International ღრმა წუხილს გამოთქვამს იმ ტკივილსა და სიბრაზეზე, რაც ჩვენმა პრესრელიზმა გამოიწვია უკრაინელი სამხედროების საომარი მოქმედებების ტაქტიკაზე," - წერს ორგანიზაცია.

დღის ამბები