05 ოქტომბერი 2022,   16:39
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა გორის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, სამართლებრივი გზებით, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

რატი ბრეგაძემ გორის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. აგვისტოს ომს მიეძღვნა იუსტიციის მინისტრის და მისი მოადგილეების შეხვედრა იუნკრებთან.

გორი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც 14 წლის წინ რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. სწორედ გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი გახდა "ოქროს სამხილი", რომელმაც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.

"იუსტიციის სამინისტრო რეგულარულად ატარებს ლექციების ციკლს იმის შესახებ, თუ როგორ იცავს სახელმწიფო სუვერენიტეტს სამართლებრივი მეთოდებით და დღეს სიმბოლური იყო გარკვეულწილად, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით თავდაცვის აკადემიაში და შესაძლებლობა გვქონდა, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების ღირსეული წარმომადგენლებისთვის ჩაგვეტარებინა ლექცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებით იცავს სახელმწიფო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები