05 ოქტომბერი 2022,   15:58
ვრცლად
ბერძნული მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 41 წლის მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს - დეტალები საბერძნეთში, საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს - 41 წლის მამაკაცს 12 ტყვია ესროლეს, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებული გულმკერდის არეშია დაჭრილი, პოლიცია დამნაშავეს ეძებს. ინცინდენტი ქალაქ კომოტინში მოხდა.

მოტივთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერსიები არ ვრცელდება, თუმცა ბერძნული მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 41 წლის მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 6 თვის წინაც, ამიტომ მედია არ გამორიცხავს, რომ ეს უკავშირდებოდეს სწორედ რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტს.

რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, 41 წლის მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც თვითმხილველების განცხადებით, მან დაინახა ნაცნობი ადამიანები, 2 პირი ჩაფხუტით, გააჩერა ავტომობილი, სწორედ ამ მომენტში მოხდა მათი მხრიდან ცეცხლის გახსნა.

12 ტყვიიდან დაშავებულ 41 წლის მამაკაცს, 6 გულ-მკერდისა და დუნდულების არეში მოხვდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, თავდამსხმელები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 2 ადამიანს, რომლებიც სავარაუდოდ, მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ საბერძნეთის პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

"გუშინ საღამოს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, მრავლობითი დაზიანებებით მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანამ მოიყვანა. მას ჭრილობები აქვს გულ-მკერდის არეში. ამ დროისთვის მკურნალობას კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში გადის.

მამაკაცი განსაკუთრებული მეთვალყურების ქვეშ იმყოფება. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ინციდენტი საავამდყოფოსთან ახლოს მოხდა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია სწრაფად განხპორციელდა და ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა," - აცხადებს საავადმყოფოს ექიმი.

დღის ამბები