25 სექტემბერი 2022,   02:06
ვრცლად
უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მოუწოდებენ საქართველოს ომში ჩართვისკენ, რაც მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესებში შედის - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი, პოდოლიაკის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ წინა განცხადებების მსგავსად, ესეც იმის დასტურია, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ. 

"არ ვიცი კიდევ როგორი სიზუსტით და გულწრფელობით უნდა თქვას პოდოლიაკმა და ზოგადად უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, რომ საქართველოში სამხედრო კონფლიქტი უნდა იყოს. ამ ხალხს რასაც ვერ დაუკარგავ ის არის, რომ საჯაროდ, დეტალებში იხილავენ, რომ საქართველომ უნდა გაიღვიძოს, აფხაზეთში უნდა გაისეირნოს და პირდაპირი საომარი მოქმედებების მოწოდება არის. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სამწუხაროდ, არ არიან მარტო, მოუწოდებენ საქართველოს ომში ჩართვისკენ, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესებში შედის", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები