09 დეკემბერი 2022,   12:51
ვრცლად
კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას - ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ​ FBI-ის მიერ ფლორიდაში დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება. ნენსი პელოსის თქმით, ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას კანონზე მაღლა.

"ჩვენ გვჯერა კანონის უზენაესობის. არც ერთი ადამიანი არ დგას კანონზე მაღლა, არც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი," - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

დონალდ ტრამპის პალმ ბიჩზე მდებარე სახლში ჩხრეკა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩაატარა. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს "ქვეყნისთვის ბნელი დრო" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

დღის ამბები