07 ოქტომბერი 2022,   09:42
ვრცლად
ქართული ფილმი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე - ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი შესაძლოა ჯილდოს მფლობელიც გახდეს

ქართული ფილმი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის დავით ფირცხალავას ნამუშევარი "დიდი შესვენება", შესაძლოა ჯილდოს მფლობელიც გახდეს. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი აღმოჩენების სექციაშია.

დიდი შესვენება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე, არასრულწლოვნებში ბულინგზე მოგვითხრობს. ფილმის ავტორი ამბობს, რომ კინოსურათით მაყურებლისთვის იმის ჩვენება სურს, რომ მსგავსმა დამოკიდებულებამ, შეიძლება პრობლემები ზრდასრულ ასაკშიც გამოიწვიოს. დიდი შესვენების კინოპრემიერა ტორონტოში შედგება, რის შემდეგაც ფილმს საქართველოშიც აჩვენებენ.

ფილმის იდეა 2016 წელს გაჩნდა. რეჟისორმა თავდაპირველად სცენარი თეატრალური დადგმისთვის დაწერა, რომლის პრემიერაც მალევე, სამეფო უბნის თეატრში შედგა. წლების შემდეგ, იდეა დაიხვეწა და ახლა სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი საერთაშორისო ფესტივალებზე მოგზაურობს.

ფილმი, რომლის პრემიერაც საქართველოში ჯერ არ შემდგარა, მსოფლიო მაყურებელი ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე იხილავს. მხატვრულ ფილმს საკონკურსო სექციაში "აღმოჩენები" აჩვენებენ.

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, "დიდი შესვენების" პრემიერა სექტემბერში შედგება, თუმცა რეჟისორისთვის მთავარი შემფასებელი ქართველი მაყურებელია. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ჩვენება, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა საქართველოშიც იგეგმება.


დღის ამბები