03 ოქტომბერი 2022,   02:45
ვრცლად
გიორგი ტერაშვილი მსოფლიოს ვიცეჩემპიონია - ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ეკვადორში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ეკვადორში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს. ქართველმა ძიუდოისტებმა, პირველ დღეს ორი მედალი მოიგეს. მეორე საჭიდაო დღეს ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა.

ჩვენმა გუნდმა ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გიორგი ტერაშვილი ფინალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ეკვადორელ, გერმანელ, მაროკოელ და უნგრელი სპორტსმენებს აჯობა.

დღის ამბები