03 ოქტომბერი 2022,   01:40
ვრცლად
დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია-ჯუანშერ ბურჭულაძე

დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდგორობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

"ეს დღე გამორჩეული ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან 901 წლის წინ, ზუსტად ამ ველზე, გაერთიანებულმა ქართულმა ჯარებმა გაუტეხელი სულითა და თავდადებით დასაბამი დაუდო ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს. ღესდღეობით, საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია და ისევ გვყავს მტრები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნაში არეულობა გამოიწვიონ. დღეს, ჩვენი მიზანია წარსულისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით გავატაროთ გონიერი პოლიტიკა, სწორედ შევაფასოთ სიტუაცია და გადავდგათ თანმიმდევრული ნაბიჯები.

როგორც დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. სწორედ ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. გვჯერა, რომ სანამ საქართველოს მომავალი თაობები იზრდებიან ქართველი გმირების ისტორიებსა და მაგალითებზე, საქართველო და ქართველი ხალხი  ყოველთვის დაძლევს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. დღეს, ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციებს და ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ერთიანობის და კეთილდღეობისთვის,"-აცხადებს ჯუანშერ ბურჭლაძე

დიდგორობის აღსანიშნავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიებები იმართება, რომელსაც პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ესწრებიან.

1121 წლის დიდგორის ბრძოლას, საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა

დღის ამბები