02 ოქტომბერი 2022,   08:20
ვრცლად
13-14 აგვისტოს რამდენიმე მეტროსადგურზე მგზავრთა მომსახურება შეჩერდება - თბილისის მერია მიზეზს განმარტავს

მეტრო "გოცირიძეზე" სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.

მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება.
 
მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ "დიდუბიდან" "სადგურის მოედნამდე". მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" "დიდუბემდე" და "სადგურის მოედნიდან" "ვარკეთილამდე".
 
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.   
 

დღის ამბები