02 ოქტომბერი 2022,   07:20
ვრცლად
ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაში - ჯანმო

"ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაში," - განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს.

ჯანმოს განცხადებით, "მაიმუნის ყვავილის" გადაცემა ადამიანებიდან ადამიანებზე ხდება.

"რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ გადაცემა ხდება ადამიანებიდან ადამიანებზე. მათ უნდა იზრუნონ საკუთარი თავის დაცვაზე და არ განახორციელონ თავდასხმები ცხოველებზე," - აღნიშნა მარგარეტ ჰარისმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებას წინ უძღვოდა ცხოველებზე თავდასხმების შემთხვევები, სან-პაულოში გასული კვირის განმავლობაში 10 მაიმუნი მოწამლეს.

დღის ამბები