02 ოქტომბერი 2022,   07:54
ვრცლად
მაშველებმა დაშავებული ორი მთამსვლელის ევაკუაცია უკვე განახორციელეს, ნაპრალში გადავარდნილი ერთი პირის გადასარჩენად თეთნულდზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება - შსს

თეთნულდზე დარჩენილი უცხოელ ტურისტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.

შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა.

რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით. გართულებული მეტეო პირობების გამო კი ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა. მაშველებმა დაშავებული ორი მთამსვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

დაშავებულ მთამსვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი გადავარდნილია ნაპრალში, სამაშველო ღონისძიება გრძელდება."- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები