02 ოქტომბერი 2022,   07:42
ვრცლად
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ხიდი გაანადგურეს, რომლითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები მარაგდებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს.

უკრაინელის სამხედროების ცნობით, მათ ხერსონის ოლქში მდებარე ახალი კახოვკის დამბის ხიდი მწყობრიდან გამოიყვანეს. გადასასვლელზე იერიშის მიტანით უკრაინის არმია ცდილობს, რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული ძალების მომარაგების შესაძლებლობა შეუზღუდოს.

აგრესორი არ ჩერდება- საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ქვეყნის აღმოსავლეთშიც - იბომბება ხარკოვი და ბახმუტი. ოკუპანტების სამიზნეა დონეცკის ოლქიც, სადაც აგრესორებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს 35 კი დაჭრეს.

დღის ამბები