02 ოქტომბერი 2022,   07:10
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვს - რას პასუხობენ მათ მმართველ გუნდში

"ნაციონალური მოძრაობა" ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის ძველ, კერძოდ კი, 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვს. პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, გამოსავალი ქვეყანაში ნედლი პროდუქტის შემოტანა და შემდეგ გადამუშავებაა. პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს გზა საწვავზე ფასს 25 თეთრით შეამცირებს. 

"აქციზის გადასახადი საწვავზე, 2017 წლამდე ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს. ანუ იმ ნიშნულს, რომელიც ჩვენ ხელისუფლების გადაბარებისას მათ დავუტოვეთ 2012 წელს. ბენზინზე ეს იყო 250 ლარი, დღევანდელი 500-ის ნაცვლად, ხოლო დიზელის საწვავზე ე იყო 150 ლარი, დღევანდელი 400 ლარის ნაცვლად,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი. 

საკითხს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც:

"კონკურენციის სააგენტოს შესწავლილი აქვს საწვავის ბაზარი და იქ ძალიან საინტერესო მიგნებები შეიძლება ნახოთ, მათ შორის ბაზრის კონცენტრაციის მიმართულებით და გავლენის მოხდენის პერსპექტივაზე ფასწარმოქმნაზე. ასე შეგვიძლია ყველა გადასახადი მოვხსნათ და ერთჯერადი ეფექტი ექნება, რომ რაღაც პროდუქტები გაიაფდება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება სახელმწიფო ბანკროტი, იმიტომ რომ სახელმწიფო გადასახადებით ცხოვრობს,"- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები