02 ოქტომბერი 2022,   06:40
ვრცლად
ესპანეთში სცენის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაშავდა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში სცენის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა.

შემთხვევა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნგრევა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის დაზიანება ძლიერმა ქარმა გამოიწვია. მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ქარის ინტენსივობამ 80 კილომეტრსაათ სიჩქარეს გადააჭარბა.

ამ დროისთვის ფესტივალი შეჩერებულია.

დღის ამბები