02 ოქტომბერი 2022,   03:40
ვრცლად
მათი გადაწყვეტილების მიზეზი იყო, რომ საჯაროდ ესაუბრათ საკითხებზე, რომელზეც არსებობს კითხვის ნიშნები - სარჯველაძე ოთხეულთან დაკავშირებით დეგნანის შეფასებაზე

აშშ-ს სალჩოს მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისთვის მიცემულ რეკომენდაციებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების ბრალდებები "უგუნური, კონსპირაციული თეორიებია" მმართველი პარტიის წევრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოთხეული, რომელმაც მმართველი პარტია დატოვა დამოუკიდებლად მოქმედებს და სწორედ არსებულ კითხვის ნიშნებზე ღიად საუბარი იყო მათი პარტიიდან წასვლის მიზეზი.  

"თუ ივარაუდება,  "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან თუ არა, სწორედ ეს იყო მათი გადაწყვეტილების მიზეზი, დამოუკიდებლად ემოქმედათ, რადგან საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვის ნიშნები, ესაუბრათ საჯაროდ, ჩვენგან განსხვავებით.

იმ კონკრეტულ დოკუმენტში, რომელიც წარმოდგენილია აშშ-ის მხრიდან, რომელსაც მე გავეცანი, არის გარკვეული დებულებები, რომელთან დაკავშირებითაც დისკუსიის წარმართვა იქნებოდა გამართლებული და გონივრული. 

სხვა საკითხებთან დაკავშირებით - მათ შორის, რაც იმ 4-მა დეპუტატმა განაცხადა, ჩვენ ამ საკითხების ირგვლივ, რა საკითხზეც არ უნდა იყოს კრიტიკული მოსაზრებები დაფიქსირებული, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ღიად არ ვისაუბრებთ."- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები