05 ოქტომბერი 2022,   15:36
ვრცლად
ავარია სამეგრელოში მსხვერპლით დასრულდა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ხობი-ფოთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "მერსედეს ვიტო" და "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. 

შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა შუახნის ქალი, ხოლო 2 ადამიანი კი დაშავდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

დღის ამბები