09 დეკემბერი 2022,   13:35
ვრცლად
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა 

უკრაინაში, ხერსონის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა - ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის წვერი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც წერილშია აღნიშნული, გარდაცვლილის და, მადლობას უხდის უკრაინის და საქართველოს მთავრობას სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის.

"ჩემი ძმა, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა 12 აგვისტოს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის.

19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშუეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან - 20:00 საათამდე. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მობრძანდეთ და პატივი მიაგოთ მის სულს," - წერს ბელა ჯოხაძე. 

დღის ამბები