27 სექტემბერი 2022,   08:39
ვრცლად
უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა გვიან ღამით ამოიყვანეს. ძმები მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთს სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.

ძმები უჯარმაში ბაბუასთან 2 დღის ჩასულები იყვნენ.

ადგილზე სამაშველო ბრიგადა ძებნის ოპერაციას რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა. ცხედრები გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

დღის ამბები