27 სექტემბერი 2022,   09:47
ვრცლად
ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში ბათუმში - საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალური ეტაპი "3X3" კალათბურთში ბათუმში გრძელდება. ტურნირი კალათბურთში, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება.

ტურნირის მეორე ეტაპის გახსნით თამაშებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. მათ სამხედროებს ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. წელს მასში პირველად მონაწილეობენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც.

გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება.

"3X3" კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება. 

დღის ამბები