27 სექტემბერი 2022,   09:19
ვრცლად
ხარკოვში 19 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

ხარკოვში, 19 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა - ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN-ი ავრცელებს.

ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა.

"17 აგვისტოს საღამოს და 18 აგვისტოს დილას, ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები იყო ხარკოვისთვის. გარდაიცვალნენ ადამიანები, ძალიან ბევრი კი დაჭრილია, მათ შორის - ბავშვები.

ვიფქრობ, სწორი იქნებოდა დღეს თითოეული მათგანი გაგვეხსენებინა, ვისი სიცოცხლეც ომმა შეიწირა, ყველა - ვინც საკუთარი სახლის კედლებში, მშობლიური ქალაქის ქუჩებში, ბრძოლის ველზე გარდაიცვალნენ," - აცხადებს ხარკოვის მერი.

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს საღამოს ოკუპანტების მიერ ხარკოვში, სალტოვსკის რაიონში განხროციელებული დარტყმების შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. 18 აგვისტოს დილით, კიდევ რამდენიმე დარტყმამ, 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები