03 ოქტომბერი 2022,   02:39
ვრცლად
რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია აუცილებელია - ანტონიო გუტიერეში

რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია აუცილებელია ,- ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ ტაეფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო მიზნებით არ იყოს გამოყენებული.

"ღრმად ვარ შეშფოთებული ევროპის უდიდესი ატომური სადგურის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო. საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს, რათა ავიცილოთ ნებისმიერი ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ატომური სადგურის ფიზიკურ მდგრადობას ან უსაფრთხოებას. ის არ უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო ოპერაციის შემადგენელ ნაწილად.

ამის ნაცვლად საჭიროა შეთანხმება, რათა ზაპოროჟიეში იყოს მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოება. სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა იყოს გაყვანილი სადგურიდან. აუცილებელია მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზება," - აცხადებს ანტონიო გუტიერეში.

დღის ამბები