02 ოქტომბერი 2022,   07:57
ვრცლად
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბეს- ომის 177-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში ომის 177-ე დღე უკრაინაში კვლავ აქტიური დაბომბვებით დაიწყო - გრძელდება შეტევები ხარკოვზე. ქალაქის მერის ინფორმაციით, რუსებმა 3 რაიონი დაბომბვა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ერთი ადამიანი დაშავდა.

ამასთან, რაკეტები ინფრასტრუქტურულ ობიექტსაც მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქში, ასევე გლოვის დღეა, გუშინ მომხდარი სარაკეტო იერიშის გამო, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეტევები გრძელდება მიკოლაევსა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბრძოლა მიმდინარეობს დონბასში თითოეული კილომეტრისთვის. ასევე ცნობილია ისიც, რომ აქ რუსული არმია პოზიციების განსამტკიცებლად საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს.


უკრაინის ინფორმაციით, კვლავ აქტიურად იბომბება სუმის ოლქი, დღევანდელი მონაცემებით ოლქის ტერიტორია 100-ჯერ დაიბომბა.

დღის ამბები