03 ოქტომბერი 2022,   02:51
ვრცლად
ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფები, შეხვედრებს განაგრძობენ

ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფები შეხვედრებს განაგრძობენ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბა. შეხვედრაზე  საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებზე ისაუბრეს.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ აუცილებელია პარლამენტის მხრიდან კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება.

მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტს აქვს ძალიან ბევრი ეფექტიანი მაკონტროლებელი ფუნქცია და კანონმდებლები მუშაობენ იმაზე, რომ შემოიტანონ დამატებით ფუნქციები, რომელიც მთავრობის ანგარიშგებას პარლამენტის წინაშე კიდევ უფრო ქმედითს გახდის.

დღის ამბები