02 ოქტომბერი 2022,   07:12
ვრცლად
"კურიერმა" იმ სამი მამაკაცის ჩვენებები მოიპოვა, რომლებსაც გამოძიება რადიოაქტიური ნივთიერების რეალიზებას ედავება,ასევე დაადგინა პირის ვინაობა, ვინც მათ ეს ნივთირება გადასცა

"კურიერმა" იმ სამი მამაკაცის ჩვენებები მოიპოვა, რომლებსაც გამოძიება რადიოაქტიური ნივთიერების რეალიზებას ედავება.

"კურიერმა", ასევე იმ პირის ვინაობაც დაადგინა, რომელმაც სავარაუდოდ ბრალდებულებს აკრძალული მასალა გადასცა. ამ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ახლა კლინიკაშია მოთავსებული. სამი ადამიანი თბილისსა და კახეთში უსაფრთხოების სამსახურმა 16 აგვისტოს დააკავა.

გამოძიების ვერსიით ბრალდებულები , რომელთაგან ერთი საჯარო სკოლის დირექტორი, ერთი მძღოლი და ერთი მევენახეა, აკრძალულ ნივთიერებებს მილიონ ორასი ათას დოლარად ყიდდნენ. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა მათ ფიროსმანის ნახატის შენახვასაც ედავება.

"დაახლოებით 4 წლის წინ, ზურაბ გოდაძემ მითხრა, რომ მას ჰქონდა ძვირადღირებული მომწამლავი ნივთიერება, სურდა მათი გასაღება და მთხოვა დახმარება. მაგრამ კლიენტების მოძიება ვერ მოვახერხე. სამი კვირის წინ, ჩემ საცხოვრებელ სახლში მოვიდა თამაზ გურგენიშვილი და მითხრა, რომ მოიძია კლიენტები სურდა მომწამლავი ნივთიერების მათთვის ჩვენება და მთხოვა გადაცემა.

ჩამოვედი თბილისში ზურაბ გოდაძის სახლში. გოდაძემ გადმომცა ერთი ცალი გამჭვირვალე კოლბა, რომელშიც ესხა გამჭვირვალე სითხე, ასევე ხუთი ან ექვსი ცალი შავი ფერის მცირე ზომის ბოჩკის ფორმის საგანი, რომელშიც არ ვიცი რა ნივთიერება იყო მოთავსებული. ზურამ მითხრა, რომ ზემოთხსენებულ საგანში მოთავსებული იყო ძვირადღირებული მომწამლავი ნივთიერებები და მითხრა, რომ მათი ღირებულება დაახლოებით 700 000 დოლარს შეადგენს,"-ნათქვამია დავით როსტომაშვილის ჩვენებაში. 

ამასთან, მამაკაცი, რომელიც პირველი წყაროა აკრძალული ნივთიერების და რომელიც ამჟამად კლინიკაში იმყოფება, უკვე გამოკითხა საგამოძიებო უწყებამ . ასევე "კურიერის" ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა, ამოღებულია გარკვეული ტიპის ნივთიერებები, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

"2012 წელს, ჯართის მიმღებ პუნქტში 50 და 25 ლარად სეიფები ვიყიდე. სეიფები დახურული ტიპის იყო. არ მქონდა გასაღები..."ბარგალკით" გავაღე ორივე სეიფი. ერთ-ერთ სეიფი ცარიელი იყო, ხოლო მეორეში ჩემთვის უცნობი შხამიანი, მომწამვლელი ნივთიერებები აღმოვაჩინე. კერძოდ, აღმოვაჩინე 1 ცალი თუნუქის კოლოფი, 1 ცალი შპრიცი, 1 ცალი კოლბა მასში მოთავსებული უცხო სითხით, 5 ცალი ცილინდრული ფორმის საგანი და სხვა. მე მათი თვისობრიობის შესახებ მივხვდი ყუთებზე დატანილი წარწერებით. მომწამლავი ნივთიერებები შენახული მქონდა გარკვეული პერიოდი.

ვარაუდობდი, რომ ის ნივთიერებები იყო ძვირადღირებული, რადგან წარწერები ჰქონდა რუსულ ენაზე და ეწერა C14, რაც ჩემი წარმოდგენით, საშიშ ნივთიერებად ითვლებოდა.
პანდემიის დაწყებამდე, ჩემს ხელთ არსებული ყველა ნივთიერება გავატანე დავით როსტომაშვილს,"- ნათვამია ზურა გოდაძის ჩვენებაში. 



დღის ამბები