03 ოქტომბერი 2022,   02:24
ვრცლად
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებს - როიტერი

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" წყაროზე დაყრდნობით წერს. 

მათივე ცნობით, ბაიდენმა შესაძლოა ეს ინფორმაცია დღეს გამოაცხადოს და ასევე შესაძლოა, რომ სპეციალური უფლება გამოიყენოს, რომელიც პრეზიდენტს აშშ-ის მარაგებიდან ჭარბი იარაღის გატანის ნებართვას ანიჭებს.

დღის ამბები