07 ოქტომბერი 2022,   09:47
ვრცლად
საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის ენერგორესურსების, კავშირგამბულობის, საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ - ნიკოლ ფაშინიანი

მოხარული ვარ, მივესალმო ყველას სომხურ-ქართულ პარტნიორული მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხურ-ქართულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტად დიდი პოტენციალი აქვს. 

"უსათუოდ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი მეგობრის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენ მომავალ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად, განვავითაროთ და გავაღრმაოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა.

ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევის პირობებში თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, რომ დავაფიქსირეთ, შარშანდელთან შედარებით, 97 პროცენტით სავაჭრო ბრუნვის ზრდა გვაქვს. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო ძალიან დიდი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია. ჩვენი ინტენსიური ურთიერთობების ფონზე, როდესაც ვუბრუნდებით და ციფრებს ვადარებთ, ვხედავთ ასეთ პოზიტიურ ტენდენციებს და ეს განგვაწყობს, რომ ინტენსიური გავხადოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები.

სომხურ-ქართულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტად დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მუშაობით უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაცია გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. 

ვიმედოვნებ, ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით, დავაინტერესებთ უკვე დაინტერესებულ მხარეებს ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო სომხეთსა და საქართველოს შორის კანონიერი მგზავრგადაზიდვა, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო გზებით. რაც შეეხება ტვირთგადაზივებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაოები მათი ადვილი გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას," – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვს ენერგორესურების, კავშირგამბულობის, საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ.

"ასევე უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ყოველდღიური სამუშოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. ორ ქვეყანას შორის საჭიროა, განვითარდეს საზღვარშორისი თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენ ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ, ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტებისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთისა და საქართველოს რეგიონებს შორის და დეცენტრალიზაციის მიმართულებით გვაქვს დიდი შესაძლებლობა, უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია, ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი განვითარება ურთიერთობებში. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებები და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათშორისი შეხვედრები, აქტიური მისვლა-მოსვლა მჭიდრო კავშირები, ამიტომ გაადვილებული უნდა იყოს ჩვენი უერთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს სტრუქტურა ეს ხიდი. მადლობა ყველა ჩართულ მხარს დამფინანსებელს, დამპროექტებელს, მშენებელ კომპანიას, ვინც განახორციელა ეს პროექტი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიტანს და ჩვენს ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. მადლობა ყველას, ყველას ვუსურვებ წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ," – განაცხადა ფაშინიანმა.



დღის ამბები