07 ოქტომბერი 2022,   09:21
ვრცლად
ვინც მე მიცნობს, იცის, რომ თუნდაც მტრის ოჯახს პატივს ვცემ და ჩემგან მუქარა არავის მიმართ არასდროს წასულა - ვახტანგ გომელაური

ჩემგან ასეთი რამ - მუქარა არასდროს არ წასულა არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით დავმუქრებოდი, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას სოსო გოგაშვილის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკაშვირებით.

ვახტანგ გომალური გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.

"ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა, პირველ რიგში, მინდა, ეს ვთქვა, მეორე - ვინც მე მიცნობს პირადად, ოჯახს და არა მარტო ჩემს ოჯახს, ჩვენი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახს, პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რამ - მუქარა არასდროს არ წასულა, არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით დავმუქრებოდი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი.

"სოსო გოგაშვილი თვითონ, ძალიან სამწუხაროა, გული მწყდება, გავიცანი 2013 წელს, წამოვიყვანე მე, პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, არ მახსოვს განყოფილების ან ქვეყგანყოფილების უფროსის მოადგილე იყო გენინსპექციაში. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე მას, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. დეტალებს აღარ მოვყვები, დიდი დრო რომ არ წავიღოთ. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც - დავახლოვდით ოჯახებით და ახლა სამწუხაროდ, ის აცხადებს რომ თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა კომპრომატებს ჩემზე, ჩვენს გუნდზე და გომელაური ციხეში უნდა იჯდეს",- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები