07 ოქტომბერი 2022,   09:24
ვრცლად
ძლიერ შტორმს ევროპაში 13 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან ერთი ბავშვია

ძლიერ შტორმს ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. ავსტრიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე შენობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა კუნძულ კორსიკაზე გაანადგურა რამდენიმე ბანაკი, ხოლო ვენეციაში ბაზილიკიდან ქვის ფილა მოგლიჯა. როგორც ცნობილია, კორსიკაზე ქარის სიჩქარე 224 კმ/სთს- აღწევდა.

ევროპაში ქარი და ნალექი რამდენიმეკვირიან გვალვასა და მაღალ ტემპერატურას მოჰყვა. იტალიის ტერიტორიაზე შტორმის მიუხედავად, სიცილიაში ხანძარს ებრძვიან, ცეცხლი პალერმოს პროვინციაში მძვინვარებს. სტიქიის ქრობის პროცესში ავიაციაცაა ჩართული, ცეცხლის გავრცელებას კი ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

დღის ამბები