27 სექტემბერი 2022,   09:07
ვრცლად
რას უკავშირდება ყიზილაჯლოში მომხდარი მკვლელობა -"კურიერი" დღეს იმ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მეზობლებს შორის დაპირისპირება დაიწყო

მარნეულში მომხდარი მკვლელობა წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. "კურიერი" დღეს იმ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მეზობლებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

გარეთ გამოსულ მამაკაცებს შორის დავა საცხოვრებლის მიმდებარედ გაგრძელდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

სოფელ ყიზილაჯლოში ამბობენ, რომ მამაკაცები ერთმანეთის მოპირდაპირე სახლებში ცხოვრობენ და მათ შორის კონფლიქტი არავის შეუნიშნავს, თუმცა არ გამორიცხავენ რომ წარსულში მათ კონფლიქტი ჰქონოდათ.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები