09 თებერვალი 2023,   14:21
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად - ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

ბრეგაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მაღალ, ევროპული სტანდარტის შესაბამისად ხორციელდება.

"მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილებით, საქართველო უცვლელად აგრძელებს იმ კურსის დაცვას, რასაც ქვია ადამიანის უფლებების დაცვა და ეს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ, ევროპული სტანდარტის შესაბამისად და დარწმუნებული ვართ, რომ როგორც პოლიციის, ასევე ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის მოქმედება შემდგომშიც იქნება ძალიან კორექტული და ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებები და იქნება დაცული გონივრული ბალანსი ადამიანის უფლებას, ღირსებას და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის," - აცხადებს ბრეგაძე.

დღის ამბები