27 სექტემბერი 2022,   09:11
ვრცლად
ეძებენ თუ არა გრიგოლ ნარსიას მეგობარ ქალს - პროკურატურის განმარტება

ეძებენ თუ არა ბანკში მძევლების აყვანისთვის დაკავებული გრიგოლ ნარსიას მეგობარ ქალს, -ამის შესახებ განმარტება დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა გააკეთა.

"დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ გამოკითხული გვყავს საქმეზე დაკავებულის მეგობარი ქალბატონი. ეძებენ - ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა. უბრალოდ ჩვეულებრივი მოწმის მოძიების და გამოსაკითხად გამოძახების პროცედურები იყო განხორციელებული მასთან მიმართებაში," - განაცხადა პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები