27 სექტემბერი 2022,   09:32
ვრცლად
ლევან მურუსიძე გოგაშვილზე: რა ბენეფიტებს ელოდება არ ვიცი, გადაეშვა თავით და თავადაც არის აქტიური მონაწილე სასამართლოს წინააღმდეგ ამ დაგეგმილ პროვოკაციაში

"ბესო ალავიძეზე ზეწოლაო ჩინჩალაძემ დამავალაო. ახლა, როგორ არის იცი, ალეკო, ანუ საბოლოო ჯამში, რაც ახლა კამპანია არის, სიბინძურე, ადგა და ჩახტა თავით ბოლომდე. როგორც არის ახლა. ამ ცილისწამებაში და სიბინძურეში, თუ რამე ბენეფიტებს ელოდება, ნუ ელოდება. არ მგონია, რომ ამით რამეს მიაღწიოს - მე დამავალა ჩინჩალაძის დავალებით სუსმაო და ასეთ აბსურდს იძახის," - მოსამართლე ლევან მურუსიძემ "ქრონიკას" ექსკლუზიურად მიაწოდა აუდიოჩანაწერი, რომელიც სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსთან ალეკო სამხარაძესთან საუბრის შინაარსს ასახავს.

როგორც საუბრიდან ირკვევა, მოსამართლე ლევან მურუსიძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, გოგაშვილის მოტივი და ვერც მიხეილ ჩინჩალაძის კავშირს ხედავს ბესო ალავიძესთან. 

საუბრის დროს, მურუსიძე აღნიშნავს, რომ გოგაშვილი ბოლომდე გადაეშვა სიბინძურეში და თავად არის ახლა სასამართლოზე შეტევის მონაწილე. 

"როგორ გითხრა? აღარაფერში აღარ ჯდება. რატომ აკეთებს ახლა მე არ ვიცი, როგორც უნდა თავად გადაწყვიტა საბოლოო ჯამში. რა ბენეფიტებს ელოდება არ ვიცი, გადაეშვა თავით და თავადაც არის აქტიური მონაწილე სასამართლოს წინააღმდეგ ამ დაგეგმილ პროვოკაციაში. რა ვიცი, მისი არჩევანია და როგორც უნდა. 

ჩვენი გუშინდელი ლაპარაკის შემდეგ, დღეს დილით ვიღვიძებ და ვნახულობ "ინტერპრესნიუსზე" გაუგონარ, რაღაც სისულელეს. ახლა გადაწყვიტა, რომ წავიდეს და დაარტყას სასამართლოს, დამარტყას მე. როგორც უნდა, რა. დღეს ვფიქრობდი, შევხვდე თუ არა? ავდექი და შეგხვდი. აზრი რა აქვს ამ ჩვენ შეხვედრას? ჩინჩალაძემ დაგვავალაო, ნუ აღარც მინდა ამაზე ლაპარაკი. 

მიშა რა შუაშია, მაგაში ეტყობა მაგარი კაცობა, რომ მაგაში კიდევ მიშას სახელს ახსენებს. ჩვენ ხო ვიცით ალეკო, რომ მიშა არაფერ შუაშია. როგორ ასახელებ მიშას, ან იმას როგორ იძახი, რომ სუსი მიშას დავალებით ასე აკეთებდა. კარგი რა, ბოლო-ბოლო. როგორც უნდა. შეხვედრის აზრსაც ვეღარ ვხედავ. შენი გაფუჭებულის სხვისთვის შეტენვა, არც კაცობაში წერია და არც არაფერში," - აღნიშნავს ლევან მურუსიძე საუბრის დროს.

დღის ამბები