07 ოქტომბერი 2022,   10:56
ვრცლად
მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღების, საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.

პრემიერი შეხვედრის ფოტოს twitter-ზე აქვეყნებს. 

"მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და მოსაზრებებს უცვლიან ერთმანეთს გლობალური გამოწვევების შესახებ. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

 

დღის ამბები