07 ოქტომბერი 2022,   10:00
ვრცლად
მღვდელმთავრების შეკრება საპატრიარქოში - რაზე იმსჯელეს სასულიერო პირებმა

საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

"დღეს, 2022 წლის 22 სექტემბერს, საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა შეკრება შედგა.

ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები. კერძოდ, აღსაყდრებიდან - 45 და დაბადებიდან 90 წელი.

მღვდელმთავრებმა სწორედ აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს,"- ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები