07 ოქტომბერი 2022,   11:12
ვრცლად
უმკაცრესად ვგმობთ რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმას, ეს მიწები უკრაინაა - NATO

"ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. "რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას უკრაინის რეგიონებში, რომლებსაც ნაწილობრივ რუსი სამხედროები აკონტროლებენ," - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოკავშირეები არ აღიარებდნენ და არც არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას.

"დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ყალბ რეფერენდუმებს ლეგიტიმაცია არ აქვთ და ეს გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევა იქნება. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას. ეს მიწები უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უკუაგდონ რუსეთის ტერიტორიული დაპყრობის აშკარა მცდელობები," - ნათქვამია განცხადებაში "ნატოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



დღის ამბები