27 ნოემბერი 2022,   13:21
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრში 171-ე სეზონი გაიხსნა

ოპერისა და ბალეტის თეატრში 171-ე სეზონი გაიხსნა. ტრადიცია კვლავაც უცვლელია, მაყურებელმა სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა, აბესალომ და ეთერი იხილა.

გარდა იმისა რომ აბესალომის როლი კვლავ თემურ გუგუშვილმა მოირგო, 71 წლის ოპერის მომღერალი წელს სცენაზე თავის შვილიშვილთან ერთად ავიდა.

ოპერაში მისულმა მსმენელმა ეთერის როლში კი წელსაც ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ხათუნა ჭოხონელიძე იხილა.

დღის ამბები