27 ნოემბერი 2022,   11:40
ვრცლად
რას იხსენებს მამაკაცი, რომელიც გრიგოლ ნარსიას, 7 საათის განმავლობაში ფარად ჰყავდა აფარებული

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში გამოკეტილი მძევლები იმ 7 საათს იხსენებენ, რომლის გატარებაც თავდამსხმელთან მოუწიათ.

დაზარალებულები ჩვენებებში ყვებიან, რომ ფსიქოლოგიურის გარდა, გრიგოლ ნარსია მათზე ფიზიკურადაც ძალადობდა.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრების ბანკის ფილიალში შესვლის მომენტში კი თავდამსხმელი ფარად ერთ-ერთ მძევალს იყენებდა.

ერთ-ერთი მძევალი ჩვენებაში წერს, რომ გრიგოლ ნარსია მძევლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

"შემოსვლისთანავე მან დაიყვირა ძარცვაა დაწექით ყველა, თორემ მოგკლავთო
ბანკის თანამშრომელ გოგონას უბრძანა ფული, გამოეტანა მისთვის და იატაკზე დაეყარა.
რომ დახედა ეცოტავა აღნიშნული თანხა, ამის გამო გაბრაზდა და დაგვიწყო დედის მისამართით გინება. იძახდა ეს რა არის, რა ცოტა ფულიაო. ითხოვდა ორ მილიონ დოლარს, ნაღდით და არ უნდა ყოფილიყო ყალბი, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთ მძევალს მოკლავდა გვეუბნებოდა თავდამსხმელი
,"- წერს ქალი ჩვენებაში. 

"ის ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით და იგინებოდა დედის მისამართით. რადგან მისთვის არ მიჰქონდათ თანხა, დავინახე, რომ ხელყუმბარას მოხსნა ე.წ. დამცავი რგოლი და ყვიროდა ყველაფერს ავაფეთქებო. ყველა ვევედრებოდით და ატირებული ვთხოვდით, რომ დამშვიდებულიყო და მას თანხას აუცილებლად დაუბრუნებდნენ,"- წერს ჩვენებაში ერთ-ერთი მძევალი.

"კურიერმა" მოიპოვა იმ მამაკაცის ჩვენებაც, რომელიც გრიგოლ ნარსიას 7 საათის განმავლობაში ფარად ყავდა აფარებული, მაშინ, როდესაც ხელზე კუსტარულად დამზადებული ხემყუმბარა ეკეთა. 

"საქართველოს ბანკის შენობაში დავრჩით რამოდენიმე ადამიანი, მე ახლოს მიკრული და აფარებული ვყავდი თავდამსხმელს, მე ვხედავდი რომ ჩემს წინ არსებული კართან გარე მხრიდან იდგა სპეც დანიშნულების თანამშრომელბი უეცრად რაღაც მომენტში სწრაფად შემოვიდნენ სპეც დანიშნულების თანამშრომლები რომლებმაც თავდამსხმელს მოკიდეს ხელი ორივე ხელზე და არ მისცეს საშვალება რომ მის ხელებში დაჭერილი ხელყუმბარა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ღილაკი აემოქმედებია. მე ამ დროს ვინიდან სპეცდანიშნულების თანამშრომლებს მისი ხელი ეჭირათ გავინთავისუფლე თავი მისგან და სწრაფად დავტოვე ბანკის შენობა,"- წერს მამაკაცი ჩვენებაში.

 

დღის ამბები