27 ნოემბერი 2022,   11:46
ვრცლად
რუსულ აგრესიას უკრაინაში 391 ბავშვი ემსხვერპლა, 773 დაშავდა - ბოლო ცნობები უკრაინიდან

ომის 214-ე დღეს რუსეთი საავიაციო და სარაკეტო დარტყმებს განაგრძობს. იერიშები მიიტანეს ოდესაზე, ხერსონზესუმზე... კვლავ სამიზნეშია ზაპოროჟიე სადაც ბირთვული საფრთხეები სულ უფრო მატულობს. აგრესიის საპასუხოდ უკრაინა კვლავ განაგრძობს წარმატებულ კონტრშეტევებს.

დღესაც ვრცელდება ინფორმაცია რუსული ჯავშანტექნიკის და ავიაციის განადგურების, ასევე ცოცხალი ძალის ლიკვიდაციის შესახებ. ბოლო პერიოდის წარმატებების მიუხედავად უკრაინა ყოველდღე უფრო მეტ და მძიმე ადამიანურ დანაკარგებს ითვლის. ამ მხრივ მხოლოდ ბავშვების სტატისტიკაც კი ყველაფერს ამბობს. ბოლო მონაცემებით რუსულ აგრესიას უკრაინაში 391 ბავშვი ემსხვერპლა, 773 დაშავდა.

კვლავ აქტიურად იბომბება ხარკოვი, სადაც ოკუპანტების იერიშების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაიბომბა მიკოლაივიც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საჰაერო იერიშებს დონეცკში. არიან დაშავებულებიც.

ოკუპანტები კვლავ აქტიურად ბომბავენ ზაპოროჟიეს. გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ზაპოროჟიეზე ყურადღება გაამახვილა უკრაინის პრეზიდენტმაც. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთი ელექტროსადგურის ამუშავებით დაინტერესებული არ არის.

მუდმივი დაბომბვების ფონზე, უკრაინელი ჯარისკაცები კონტრიერიშებს წარმატებით ახორციელებენ. მხოლოდ სამხრეთის მიმართულებით, მათ 57 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია შეძლეს, ასევე განადგურებულია 30 ერთეული აღჭურვილობა. მცირდება რუსული მოიერიშე თვითმფრინავების რაოდენობაც.

რუსეთის არ აბრკოლებს, რომ ომის გამო, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა და და დევნილად იქცა. ოკუპანტები ხმის მიცემას მოქალაქეებს ოჯახის წევრების ნაცვლადაც აიძულებენ.

უკანონო რეფერენდუმს და რუსეთის ქმედებებს გმობს საერთაშორისო საზოგადოება. ფსევდორეფერენდუმს ამჯერად დიდი შვიდეულის ქვეყნები გამოეხმაურა. ლიდერების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ე.წ რეფერენდუმების გამოყენებას ყალბი საბაბის შესაქმნელად ცდილობს, რათა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსი შეცვალოს.

დიდი შვიდუელის ლიდერები ფსვდორეფერენდუმის შედეგების აღიარებას არ აპირებენ.

ავტორი : თიკო ცერცვაძე

დღის ამბები