27 ნოემბერი 2022,   13:32
ვრცლად
პოლონეთში მუსიკოს როჯერ უოტერსის კონცერტები გაუქმდა

პოლონეთში მუსიკოს როჯერ უოტერსის კონცერტები გაუქმდა. მედიის ინფორმაციით, მიზეზი პინკ ფლოიდის თანადამფუძნებლის მიერ უკრაინის ომის შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა. უოტერსმა უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას ღია წერილით მიმართა, სადაც ამბობს, რომ უკრაინა "ამ კატასტროფული ომის გზაზე" "ექსტრემისტმა ნაციონალისტებმა" დააყენეს.

მან ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა, რომ დონბასის რეგიონში მშვიდობის დამყარების შესახებ წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა. კონცერტის ორგანიზატორებმა გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე დაადასტურეს, თუმცა მიზეზები არ განუმარტავთ.

ასევე ნახეთ : როჯერ უოტერსის თქმით, ბაიდენი ომის დამნაშავეა - "ის უკრაინაში ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს დიდი კრიმინალია"

დღის ამბები