08 დეკემბერი 2022,   10:58
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში მიმდინარე "რეფერენდუმებთან" დაკავშირებულ პირებს ასანქცირებს 

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც დაკავშირებულია მოსკოვის მოჩვენებით რეფერენდუმთან აღმოსავლეთ უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "როიტერსი" ავრცელებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მიერ ორგანიზებული "რეფერენდუმის" აღიარება დასავლეთის მხრიდან არ მოხდება.

სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ხმის მიცემის პროცესის აღსრულებაში მონაწილეობდნენ.

"დღევანდელი სანქციები მიმართულია მათკენ, ვინც ამ ყალბი ხმების უკან დგას, ისევე როგორც იმ პირების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის რეჟიმის აგრესიულ ომს," - აცხადებს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ქლევერლი.

სანქცირებულ პირთა შორის არიან "სბერბანკის", "გაზპრომბანკის" და "სოვკომბანკის" ბორდების 55-მდე წევრი.

ბრიტანეთის მთავრობამ სანქცირებულთა სიას კიდევ ოთხი ოლიგარქი დაამატა - გოდ ნისანოვი, ზარახ ილიევი, ისკანდერ მახმუდოვი და იგორ მაკაროვი. არსებული ინფორმაციით, მათი ქონება 6,3 მილიარდი ფუნტს მოიცავს.

დღის ამბები